წელს კახეთის 8 მუნიციპალიტეტში 58.7 მილიონი ლარის 657 პროექტი განხორციელდება

148

ახმეტის, თელავის, ყვარელის, ლაგოდეხის, გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში წელს რამდენიმე სახელმწიფო პროგრამიდან 58.7 მილიონი ლარის 657 პროექტი განხორციელდება.

კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული სამინისტროს ინფორმაციით,  სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან, რომლის ბიუჯეტიც 40 მილიონს შეადგენს, კახეთისთვის 4.2 მილიონი გამოიყო და ჯამში 371 პროექტი განხორციელდება. პროგრამით დაფინანსებული 66 პროექტი კი უკვე დასრულებულია.

უწყების ცნობით, რეგიონებებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად კახეთის 8 მუნიციპალიტეტს ჯამში 39 მილიონი ლარის ღირებულების 104 პროექტი უფინანსდება. რეგფონდის ახალი ქვეპროგრამების – ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის ბიუჯეტიდან – 4.3 მილიონის 68 პროექტი, ხოლო სტიქიის პრევენციისთვის – 4 მილიონი ლარის ღირებულების 68 პროექტი დაუფინანსდა.

გარდა ამისა, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის 10-მილიონიანი ბიუჯეტიდან 4 პროექტისთვის ჯამურად 1.8 მილიონი, განათლების ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი 40 მილიონიდან კი – 78 პროექტისთვის 5.4 მილიონი ერგო.