მესტიის მუნიციპალიტეტს 3 106 879 ლარის ღირებულების 11 პროექტი დაუფინანსდა

896

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

მესტიის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს 11 პროექტი 3 106 879 ლარით დაუფინანსდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეგფონდიდან დაბა მესტიაში ქუჩების რეაბილიტაციისთვის ავთანდილ ხერგიანის ქუჩაზე 819 061, მაქსიმე გვარლიანის ქუჩაზე 465 203, ნუგზარ ჯაფარიძის ქუჩაზე 303 515, ჯონდო ხაფთანის ქუჩაზე 270 190, ილიკო გაბლიანის ქუჩაზე 84 825, ბექნუ ხერგიანის ქუჩაზე კი 314 648 ლარი გამოიყო.

ასევე, ბეთლემის ჩიხის რეაბილიტაცია 213 927, დ. აღმაშენებლის ჩიხის – 71 014, ერეკლე ფარჯიანის პირველი ჩიხის -144 918, მეორე ჩიხის რეაბილიტაცია კი რეგფონდიდან – 77 580 ლარით დაფინანსდა.

ამავე ფონდიდან, სოფელ ლატალში საბავშვო ბაღის მშენებლობას 341 998 ლარი მოხმარდება.

აღნიშნულ პროექტებზე, თანადაფინანსების წესით, თანხას მუნიციპალიტეტიც გამოყოფს. ჯამში 2019 წელს რეგფონდიდან და მუნიცპალური ბიუჯეტიდან ამ პროექტების განსახორციელებლად 3 270 399 ლარი დაიხარჯება.

ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ზუგდიდის, აბაშისხობის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში.