ყოველდღიური არქივი 18.04.2018. 19:11

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისგან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა ელექტრონულადაც შესაძლებელია

დედოფლისწყაროს საკრებულომ 2013 წლის 25 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილება შეიტანა, რომელიც „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცებას“  შეეხება. ახალი...

ხაშურის მუნიციპალიტეტში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხაშურში სპორტული კომპლექსის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით ხორციელდება. სპორტული კომპლექსის ღირებულება 2 292 455 ლარს შეადგენს. უწყების...

ხაშურის მუნიციპალიტეტში გზების მშენებლობა მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქვიშხეთში, ტეზერში და სურამში- 26 მაისის ქუჩებზე, გზების მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც მერია იუწყება, სოფელ ქვიშხეთში მოეწყობა 2 200 გრძივი მეტრი გზა...

გორის სოფელ თედოწმინდაში სასმელი წყლის სისტემას მოაწყობენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში წყალმომარაგების ქსელი მოეწყობა, რომელიც მაგისტრალის, რეზერვუარისა და ტუმბოს მონტაჟს გულისხმობს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი გორის  მერიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამჟამად სოფელში...

ასპინძის სამ სკოლაში საპირფარეშოს მოაწესრიგებენ

ასპინძის, ტოლოშის და თმოგვის სკოლებში საპირფარეშოების რეაბილიტაციისთვის ასპინძის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ასპინძის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად, პირველ ეტაპზე, რეაბილიტაციისთვის ისეთი სკოლების საპირფარეშოები...

ახალციხეში გზების ორმული შეკეთება დაიწყო

ახალციხეში გზების ორმოული შეკეთება დღეიდან დაიწყო. შპს "ოცხემ" ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი 100 000 ლარად მოიგო. სამუშაოების განსახორციელებლად ვადა 31 დეკემბრამდე აქვს. ინფორმაციას "სამხრეთის...

გორში ქართული კერამიკის შემსწავლელი წრე გაიხსნა

გორში ქართული კერამიკის შემსწავლელი კლასი გაიხსნა. დაინტერესებულ ახალგაზრდებს თიხაზე მუშაობას ცნობილი გორელი ოსტატი გიორგი ტატულაშვილი უფასოდ შეასწავლის. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. კერამიკის შემსწავლელი უფასო კლასის...

სიღნაღის მუნიციპალიტეტში „ბროწლიანის სათნოების სახლს“ 150 ზეთისხილის ნერგი გადაეცა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სოფელ საქობოში არსებულ ა(ა)იპ „ბროწლიანის სათნოების სახლს“ კომპანია „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, გიორგი სვანიძემ ასორმოცდაათი ძირი ზეთისხილის ნერგი გადასცა. მუნიციპალიტეტის ცნობით,...

ბათუმში ბახტაძისა და აჭარელის ქუჩებზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმის საკრებულოს ცნობით, ქსენია ბახტაძისა და მარკოზ აჭარელის ქუჩებზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. საკრებულოს ინფორმაციით, ქსენია ბახტაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბონდი-2009“ ასრულებს. პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებზე...

ბათუმში ქობულეთის ქუჩის რეაბილიტაცია მალე დასრულდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქობულეთის ქუჩის რეაბილიტაცია მალე დასრულდება. როგორც მერია იუწყება სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე განხორციელდა, კერძოდ: გამოიცვალა გრუნტი; მოეწყო სანიაღვრე სისტემა; დამონტაჟდა ბორდიურები; დაიგო...

ექსპერტები და ადგილობრივები „მესტიაჭალაჰესის“ მშენებლობის საკითხს საჯაროდ განიხილავენ

წინა სტატია „მწვანე ალტერნატივაში" აცხადებენ რომ "მესტიაჭალა ჰესის" გარემოზე ზემოქმედების ანგარიში დაკოპირებულია და რეალურად არ ასახავს იმ საფრთხეებს, რაც შეიძლება ჰესის აშენებას მოჰყვეს. ამის შესახებ...

ქალაქ ფოთში სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა სრულდება

ფოთის მერიის ინფორმაციით,  7 ბრიგადაზე გათვლილი, საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული ფილიალის მშენებლობა დასრულების სტადიაშია. გადაუდებელი დახმარების ცენტრში ამჯერად შიდა კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს,...

რა ქონებას ფლობენ კახეთის მუნიციპალიტეტების მერები

გამოცემა "სპექტრმა" მოამზადა სტატია კახეთის რვა მუნიციპალიტეტის მერების ქონებრივ დეკლარაციაზე. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის მეუღლის, ნინო ჩალაძის სახელზეა რეგისტრირებული ერთი ბინა თბილისში და ერთიც -...

დიდუბის გამგეობა 3 თვეში განხორციელებული პროექტების მონაცემებს აქვეყნებს

დიდუბის გამგეობა 3 თვეში განხორციელებული პროექტების მონაცემებს აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, 2018 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით 12 მისამართზე მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა; 9 მისამართზე განხორციელდა წყალ-კანალიზაციისა და...

ჩუღურეთის გამგეობა 3 თვეში განხორციელებული პროექტების მონაცემებს აქვეყნებს

ჩუღურეთის გამგეობა 3 თვეში განხორციელებული პროექტების მონაცემებს აქვეყნებს უწყების ინფორმაციით, 2018 წელის იანვრიდან მარტის ჩათვლით 20 მისამართზე მოეწყო გზა, 16 მისამართზე თბილისური ტიპის ეზოში დაიგო...

თბილისში ნუცუბიძის მეოთხე მ/რ-ში ახალი გზა მოეწყობა

როგორც ვაკის რაიონის გამგეობა იუწყება, ნუცუბიძის IV მ/რ-ში, ტაქსოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ახალ დასახლებაში გზა პირველად მოწესრიგდება. გამგეობის ცნობით, პროექტის თანახმად,...

ბლოგი

ტესტი

თვითმმართველობის ისტორია