თბილისში ნუცუბიძის მეოთხე მ/რ-ში ახალი გზა მოეწყობა

660

როგორც ვაკის რაიონის გამგეობა იუწყება, ნუცუბიძის IV მ/რ-ში, ტაქსოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ახალ დასახლებაში გზა პირველად მოწესრიგდება.

გამგეობის ცნობით, პროექტის თანახმად, დაახლოებით, 1000 მ2 ფართობზე გზის საფუძველი და ბორდიური მოეწყობა. ასევე, დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი.