ხაშურის მუნიციპალიტეტში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს

1124

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხაშურში სპორტული კომპლექსის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით ხორციელდება. სპორტული კომპლექსის ღირებულება 2 292 455 ლარს შეადგენს.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა საკალათბურთო/სახელბურთო, საჭიდაო, ძალოსნობის, მძლეოსნობის და ფიტნეს დარბაზები. მეორე სართულზე განთავსდება საჭადრაკო ოთახი და სატრენაჟორო დარბაზი.

ამასთან, სპორტულ კომპლექსში მოეწყობა მცირე საკონფერენციო დარბაზი, კაფე-სასადილო და 40 ადამიანზე გათვლილი სასტუმრო.

როგორც მერია აცხადებს, სპორტული კომპლექსი ყველა თანამედროვე სტანდარტს უპასუხებს და ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე.