გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში წყალმომარაგების ქსელი მოეწყობა, რომელიც მაგისტრალის, რეზერვუარისა და ტუმბოს მონტაჟს გულისხმობს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი გორის მერიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამჟამად სოფელში 45 ოჯახი ცხოვრობს, მოსახლეობა კი, წყალს წყაროდან იღებს ან ჭებით სარგებლობს. სოფელი თედოწმინდა ტინისხიდის ადმინისტრაციულ თემში შედის.
მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, სამუშაოებისთვის 117 000 ლარი გამოიყო და პროექტი მაისიდან დაიწყება.