ახალციხეში გზების ორმული შეკეთება დაიწყო

831

ახალციხეში გზების ორმოული შეკეთება დღეიდან დაიწყო. შპს “ოცხემ” ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი 100 000 ლარად მოიგო. სამუშაოების განსახორციელებლად ვადა 31 დეკემბრამდე აქვს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

კომპანიას ქალაქის ცენტრალური ქუჩების მხოლოდ ორმული შეკეთების ვალდებულება აქვს, რაც შეეხება გზების კაპიტალურ რეაბილიტაციას, მერიაში ამბობენ, რომ მიმდინარე წელს, ამისთვის თანხა გათვალიწინებული არ აქვთ.