სიღნაღის მუნიციპალიტეტში „ბროწლიანის სათნოების სახლს“ 150 ზეთისხილის ნერგი გადაეცა

675

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სოფელ საქობოში არსებულ ა(ა)იპ „ბროწლიანის სათნოების სახლს“ კომპანია „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, გიორგი სვანიძემ ასორმოცდაათი ძირი ზეთისხილის ნერგი გადასცა.

მუნიციპალიტეტის ცნობით, კახეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ არსენიშვილმა , მერმა გიორგი გოგილაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილმა, გიორგი სვანიძემ შვილებთან და ბენეფიციარებთან ერთად, სათნოების სახლის ტერიტორიაზე ზეთისხილის ნერგები დარგეს.

„მოხარულები ვართ, რომ საქვემოქმედო აქციებით სათნოების სახლს დავეხმარებით. როდესაც ზეთისხილის ხეები მოსავალს მოგვცემს, პროდუქტი ჩვენს საწარმოში გადამუშავდება და რეალიზაციის შემდეგ მიღებული თანხა ამავე სახლის ბენეფიციარებს მოხმარდებათ,“-აღნიშნა ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ.