ყოველდღიური არქივი 17.04.2018. 19:08
რუსთავის მერმა 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარადგინა
რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის საჯარო განხილვა მოეწყო. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. პრეზენტაცია რუსთავის...
სპორტულ-რეკრეაციული სივრცეების ერთ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევას ორმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტებმა ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ ინიციატივას მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური...
თბილისში ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე მოძრაობის სქემა შეიცვალა
წინა სტატია
თბილისში ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, გზაგამტარის სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე, კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემები დროებით შეიცვლება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
გზაჯვარედინზე ცინცაძის ქუჩიდან ნებადართული...
ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიანიჭეს
დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩარგალში მდებარე ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. ინფორმაციას საქართველოს...
სოფელ დიღომში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა
სოფელ დიღომში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დასრულდა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, შენობაში დასრულებულია შიდა სარემონტო სამუშაოებიც და ამჟამად ასუფთავებენ.
სააგენტოს ცნობით, უახლოეს მომავალში...
ამბროლაურის მთავარ ბიბლიოთეკას საჩუქრად კომპიუტერი გადაეცა
ამბროლაურის მთავარ ბიბლიოთეკას საჩუქრად კომპიუტერი გადაეცა. ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე-ასლან საგანელიძესთან ერთად, ამბროლაურის მთავარ ბიბლიოთეკას საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადასცა.
საჯარო...
ზუგდიდში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებს კეთილმოაწყობენ
ზუგდიდში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამ ეტაპზე, ტენდერი ქუჯის ქ. №10 და ლევან II დადიანის ქ. №2 და №4...
გოში მიწისქვეშა გადასასვლელში ფოტოგრაფთა ნამუშევრები გამოიფინა
გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა მიწისქვეშა გადასასვლელი დაასუფთავა და ერთ-ერთ კედელზე კლუბის წევრების ნამუშევრები გააკრა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
კლუბის წევრები ამბობენ, რომ ეს იყო ერთგვარი საპროტესტო...
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საგზაო მონიშვნები მიმდინარეობს
ქალაქ ზესტაფონის სხვადასხვა ქუჩებზე, საგზაო ნიშნების მონიშვნა მიმდინარეობს. ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
საგზაო მოძრაობის წესების დაცვის და უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, მუნიციპალიტეტში რამდენიმე ქუჩა დაიხაზება. ფეხით...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში, მდინარე რიონზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ. გზების დეპარტამენტის დაფინანსებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში, მდინარე რიონზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
პროექტის ღირებულება...
ქუთაისში პოლონურ-ქართული კვლევითი ცენტრი იხსნება
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრუკოვსკის პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრი გაიხსნება. ამით პოლონეთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც მუდმივმოქმედი არქეოლოგიური მისიით იქნება წარმოდგენილი საქართველოში. ამის...
საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს გლობალური ლიდერი
წინა სტატია
ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ჯო პაუელი ღია წერილს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
Freedom House-ის თანახმად, 2017 წელს, დემოკრატიამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში...
ქუთაისის მერიის ოფიციალური საიტი რამდენიმე დღით გაითიშება
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური საიტი kutaisi.gov.ge რამდენიმე დღით გაითიშება. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მუშაობა მიმდინარეობს ახალ საიტზე, რომელსაც დაემატება ახალი ფუნქციები.
საიტი იქნება ორენოვანი...
ახალციხის მერის წარმომადგენლებისა და ასისტენტების პოზიციაზე 33 მოხელე დაინიშნა
წინა სტატია
ახალციხის მერიამ საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის შედეგად შერჩეული მერის წარმომადგენლები და მათი ასისტენტები დანიშნა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის მერიაში 16 აპრილს ყველა შერჩეული...
ქუთაისის საკრებულო 2017 წლის ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებად დასახელდა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ყველაზე ანგარიშვალდებულ და ღია საჯარო დაწესებულებად დასახელდა. შემაჯამებელი ანგარიში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2017 ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა - IDFI წარმოადგინა....
ქუთაისში თეატრალური კვირეული იწყება
17-დან 23 აპრილის ჩათვლით ქუთაისი თეატრალურ კვირეულს უმასპინძლებს. კვირეული მესხიშვილის დრამატულ თეატრში გიორგი სიხარულიძის სპექტაკლით "რევიზორი" გაიხსენება. ამის შესახებ "ქუთაისი პოსტი" წერს.
კვირეულის ფარგლებში, თეატრის ფოიეში...