ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქობულეთის ქუჩის რეაბილიტაცია მალე დასრულდება.
როგორც მერია იუწყება სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე განხორციელდა, კერძოდ: გამოიცვალა გრუნტი; მოეწყო სანიაღვრე სისტემა; დამონტაჟდა ბორდიურები; დაიგო ორშრიანი დეკორატიული ფილები და უსინათლოთა ბილიკები; ამჟამად კი, მიმდინარეობს ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 462 ათასი ლარია გამოყოფილი.