დიდუბის გამგეობა 3 თვეში განხორციელებული პროექტების მონაცემებს აქვეყნებს

1449

დიდუბის გამგეობა 3 თვეში განხორციელებული პროექტების მონაცემებს აქვეყნებს.

უწყების ინფორმაციით, 2018 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით 12 მისამართზე მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა; 9 მისამართზე განხორციელდა წყალ-კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელების რეაბილიტაცია;  მოეწყო სავარჯიშო ფიტნეს ტრენაჟორების 8 მოედანი; 4 მისამართზე დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები; გაიხსნა 3 ახალი მოსასვენებელი სკვერი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 12 სკვერს; მოეწყო ერთი ახალი საკალათბურთო მოედანი; 5 მისამართზე დამონტაჟდა წყალსაწრეტი მილები; 4 მისამართზე მოეწყო ლითონის დამცავი მოაჯირი და 13 საცხოვრებელი კორპუსის სახურავს ჩაუტარდა რეაბილიტაცია;

რაც შეეხება სოციალურ პროექტებს დიდუბის გამგეობამ  3 217 ადამიანი დააფინანსა, კერძოდ: დაფინანსდა გამოკვლევების 156 განაცხადი; დაკმაყოფილდა ერთჯერადი ფინანსური დახმარების 141 მიმართვა; დაკმაყოფილდა მედიკამენტებით 2830 დიდუბის მცხოვრები; ოპერაციები დაუფინანსდა  108 ადამიანს; მკურნალობა დაუფინანსდა დიდუბის რაიონის 123 მცხოვრებს; ბინის ქირით უზრუნველყოფილი იქნა 60 ოჯახი.