გორში ქართული კერამიკის შემსწავლელი კლასი გაიხსნა. დაინტერესებულ ახალგაზრდებს თიხაზე მუშაობას ცნობილი გორელი ოსტატი გიორგი ტატულაშვილი უფასოდ შეასწავლის. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
კერამიკის შემსწავლელი უფასო კლასის გახსნა გიორგი ტატულაშვილის ინიციატივაა, პროექტი 9 თვიანია და ,,კულტურული პროექტების თანადაფინანსების“ მუნიციპალური პროგრამიდან 9000 ლარით ფინანსდება.
გორის მერიის ცნობით, გორის მოჭიქული კერამიკა საქართველოში განსაკუთრებით ცნობილი იყო XIX საუკუნეში და XX საუკუნის დასაწყისში.