ქალაქ ფოთში სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა სრულდება

752

ფოთის მერიის ინფორმაციით,  7 ბრიგადაზე გათვლილი, საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული ფილიალის მშენებლობა დასრულების სტადიაშია.

გადაუდებელი დახმარების ცენტრში ამჯერად შიდა კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია.

მერიის ცნობით, ცენტრი შესაბამისობაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან და აღიჭურვება საჭირო ტექნიკით.

სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის ღირებულება 339 000 ლარია.