საგარეჯოში, სოფელ ხაშმში, მწერალ რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის თქმით, სახლ – მუზეუმის რეკონსტრუქცია და აღდგენითი სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 165 243 ლარით ფინანსდება.
„ეს გახლავთ ადგილი, სადაც დიდმა მწერალმა ადრეული ბავშვობის უზრუნველი წლები გაატარა. პროზის აღიარებულმა ოსტატმა სოფელ ხაშმსა და თავის ყმაწვილკაცობის მოგონებებს არაერთი ნაწარმოები მიუძღვნა. ჩვენ კი ჩვენი ვალი...
წინა სტატია
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ხუთწლიანი სარგებლობის უფლებით, „ახალციხის ციხეზე“ არსებულ ოთხ კომერციულ ობიექტზე, ელექტრონული აუქციონი მეორედ გამოაცხადა. არსებული ობიექტებიდან ორი იჯარით გაიცა, დანარჩენ ორზე კი დაინტერესება არავინ გამოხატა. გამარჯვებულებს, ობიექტები სარგებლობაში ხუთი წლის ვადით გადაეცემათ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
აუქციონის შედეგების მიხედვით, ყველაზე ძვირად ხარისჭირაშვილის ქ. N1-ში მდებარე N56 და N57 შენობები და მიმდებარე ტერიტორია გაიცა. ობიექტზე ბიჯი 236–ჯერ დაიდო...
ოზურგეთის საკრებულოს სხდომა შეწყდა და შესვენება გამოცხადდა. სხდომის შეწყვეტას წინ მჟავანაძესა და აროშიძეს შორის დაპირისპირება უძღოდა. ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა დათო მჟავანძემ გომისმთის საკითხი დასვა. კონკრეტულად მან თქვა, რომ გომისმთის განვითარების გეგმას “ოცნებამ” ბოლო მოუღო.
"თქვენ მოუსპეთ გომის მთას განვითარების გეგმა. თეა წულუკიანი როცა იმყოფებოდა, თქვა რომ მიწები ხალხს უნდა დარეგისტრირებოდა. მაგრამ მაშინ ეს განცხადება არჩევნებს გამო აწყობდათ....
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგვისტოს თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. 2022 წლის აგვისტოში საქართველოში 912,041 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით +195.5%-ს შეადგენს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 67.1 %-ს შეადგენს.
მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტული ვიზიტების აღდგენის დინამიკა. 2022 წლის აგვისტოში საქართველოში 582,995 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +135.8%-ს...
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე, დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 19 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცათ.
"ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის მონაწილეობით და დმანისის მუნიციპალიტეტის მერის კობა მურადაშვილის ინიციატივით, მოქალაქეებს, რომლებიც დმანისში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობდნენ, ახლა უკვე საკუთარი საცხოვრებელი ფართი ექნებათ.
ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გააცნო და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები პირადად გადასცა", -...
გორში, პოლონეთის მთავრობისა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) - ს მხარდაჭერით, მზის ფოტოელექტრული (PV) სისტემები დაინერგება.
გორის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პოლონეთის განახლებადი ენერგიის ინსტიტუტის (EIO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO), საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს (EECG) წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს ის საზოგადოებრივი ობიექტები,...
EBRD-ის მხარდაჭერით, „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკი 74 ერთეული სპეცტექნიკით შეივსო. როგორც ტექნიკის პრეზენტაციისას აღინიშნა, თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის ფარგლებში შეძენილი ტექნიკის ჯამური ღირებულება შეადგენს 9,710,440 ევროს.
ავტომანქანების მოწოდება განხორციელდა ეტაპობრივად, ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით. ამ ეტაპისთვის შემოსულია 59 ერთეული მანქანა, დარჩენილი 15 ერთეული კი უახლოეს დღეებში შემოვა თბილისში.
“შპს თბილსერვის ჯგუფის” ავტოპარკს შეემატა შემდეგი სპეცტექნიკა:
12 ერთეული სატვირთო მანქანა, ამწე აღჭურვილობით;
40 ერთეული ნარჩენების შემგროვებელი...
რუსთავში, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურსა და რუსთავის მერიას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე აშენდა.
რუსთავის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ცენტრი 150 ბენეფიციარზეა გათვლილი, სრულად აღჭურვილი და ადაპტირებულია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისის გასაწევად.
აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ქვემო...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გურიის რეგიონში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, 7 სხვადასხვა მონაკვეთზე 62.4 კმ გზის რეაბილიტაციას აგრძელებს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტების ჯამური ღირებულება 58.5 მილიონი ლარია.
მათივე ცნობით, გამოწვევები, რომლებიც სამუშაოს წარმოების გრაფიკთან დაკავშირებით გააჩნდა კონტრაქტორ კომპანიას, ამ ეტაპზე, გამოსწორებულია და სამუშაოების დასრულება ეტაპობრივად წლის ბოლოსთვის იგეგმება.
„პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის, ჩოხატაური-ბახმაროს, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის, ოზურგეთი-ქობულეთის, ჩოხატაური-ზომლეთის...
ავტორი: რუსა მაჩაიძე
საქართველოში, ოფიციალური ინფორმაციით, 150 ციხე-სიმაგრეზე მეტია შემორჩენილი, რომელთაგან უმეტესობა ნახევრადდანგრეული, ან თითქმის დანგრეულია და მხოლოდ მცირე ნაწილია სრული სახით, ძირითადად აღდგენილი. ცხადია, ციხეების და ისტორიული ადგილების მოყვარულთათვის ნანგრევებიც საინტერესოა, მაგრამ ითვლება, რომ ტურისტული თვალსაზრისით მომგებიანი ის ადგილებია, სადაც სათანადო ინფრასტრუქტურაა შექმნილი. ამ მხრივ კი ტურისტული პოტენციალი მაინცდამაინც არ არის გამოყენებული და თანაც, იმ ფონზე, როდესაც ისედაც...
7 სექტემბერს, ევროპის მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 6 სექტემბრის 21:00 საათიდან 7 სექტემბრის 13:00 საათამდე, ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეიზღუდება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება შეზღუდული იქნება გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ასევე, ნოე ჟორდანიას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ამომსვლელი პანდუსიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით.
სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე....
ატენის საჯარო სკოლა ახალ სასწალვო წელს სარემონტო სამუშაოებით ხვდება. აღნიშნული სამუშაოების გამო ატენის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
როგორც გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა განმარტა, ატენის სკოლის მოსწავლეები სწავლას მეზობელი სოფლების სკოლებში გააგრძელებენ.
“ატენის საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოების გამო აღნიშნული სკოლის მოსწავლეები დროებით ბნავისისა და ხიდისთავის სკოლებში გააგრძელებენ სწავლას.მოსწავლეებისთვის გამოყოფილი იქნება ტრანსპორტი, რომელიც მათ სახლიდან...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვენ. როგორც მათ ბრიფინგზე განაცხადეს, კინოფესტივალ BIAFF-ის დაფინანსება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.
ენმ-ს წევრის ლაშა კილაბერიას თქმით, ახალი მოწვევის საკრებულოში “ქართული ოცნება“ ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიდა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, მათ კითხვები აქვთ, რატომ გამოიყო „პრაიმ-შოუს“ კონცერტისთვის ფინანსები და რატომ არ ფინანსდება კინოფესტივალი BIAFF-ი.
“ქართულმა ოცნებამ” და ბათუმის მერიამ გადაწყვიტა, რომ ფესტივალის ხარჯები არ დააფინანსოს....
მარნეულის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, მარნეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საკითხებზე მოქალაქეთათვის საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.
სამართლებრივი კონსულტაცია მოქალაქეებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გაუწიეს, მსურველებს ადგილზე მიეცათ ვებპორტალზე: SLR.napr.gov.ge რეგისტრაციის შესაძლებლობა.
შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე ესწრებოდა.
აღნიშნული, რეფორმის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების...
გორში, მდინარე მეჯუდის კალაპოტისა და სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
გორის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილია მდინარის ხუთ კილომეტრამდე მონაკვეთის გასუფთავება. სამუშაოები პაპაიტაშვილის ქუჩიდან მდინარე ლიახვის შესართავამდე ჩატარდება.
კალაპოტი იწმინდება სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, მცენარეებისგან და ლამისგან. პროცესი სპეციალური ტექნისკის საშუალებით ხორციელდება.
სამუშაოებს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს.
სოფელ დიღომში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის ნაწილზე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა.
საბურთალოს გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, 1800 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. აღნიშნულ მონაკვეთზე, რომელიც კვირაცხოვლის ქუჩას რენე შმერლინგისა და ტარიელის ქუჩებთან აკავშირებს, ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა.
პროექტი საბურთალოს რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 130 423 ლარი გამოიყო.
https://www.facebook.com/DistrictofSaburtalo/posts/pfbid02YWXmWavQP9mfCA4EKcHAT9bBYtcZgtZWbG42x13stmx5i1ziJ6RheG25kQsAT3CMl
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































