დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 19 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცათ

373

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე, დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 19 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცათ.

“ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის მონაწილეობით და დმანისის მუნიციპალიტეტის მერის კობა მურადაშვილის ინიციატივით, მოქალაქეებს, რომლებიც დმანისში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობდნენ, ახლა უკვე საკუთარი საცხოვრებელი ფართი ექნებათ.

ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გააცნო და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები პირადად გადასცა”, – განმარტავენ მერიაში.