ჩხუბი და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე

383

ოზურგეთის საკრებულოს სხდომა შეწყდა და შესვენება გამოცხადდა. სხდომის შეწყვეტას წინ მჟავანაძესა და აროშიძეს შორის დაპირისპირება უძღოდა. ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა დათო მჟავანძემ გომისმთის საკითხი დასვა. კონკრეტულად მან თქვა, რომ გომისმთის განვითარების გეგმას “ოცნებამ” ბოლო მოუღო.

“თქვენ მოუსპეთ გომის მთას განვითარების გეგმა. თეა წულუკიანი როცა იმყოფებოდა, თქვა რომ მიწები ხალხს უნდა დარეგისტრირებოდა. მაგრამ მაშინ ეს განცხადება არჩევნებს გამო აწყობდათ. ახლა 22 ადამიანზეა სისხლის სამართლის საქმე აღძრული და მათ უკანონო მშენებლობას ედავებიან. ადექით და თქვით, ვის არ გაქვთ გომისმთაზე მიწა?”, – განაცხადა მჟავანაძემ და აღნიშნა, რომ გელა აროშიძე, აღიარებს მიწის უკანონო მითვისებას.

მჟავანაძის ამ განცხადებას აროშიძის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხოფა მოჰყვა მჟავანაძის მისამართით, რაც ჩხუბსა და დაპირისპირებაში გადაიზარდა. სხდომაზე  გამოცხადდა შესვენება.