ატენის სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

285

ატენის საჯარო სკოლა ახალ სასწალვო წელს სარემონტო სამუშაოებით ხვდება. აღნიშნული სამუშაოების გამო ატენის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

როგორც გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა განმარტა, ატენის სკოლის მოსწავლეები სწავლას მეზობელი სოფლების სკოლებში გააგრძელებენ.

“ატენის საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოების გამო აღნიშნული სკოლის მოსწავლეები დროებით ბნავისისა და ხიდისთავის სკოლებში გააგრძელებენ სწავლას.მოსწავლეებისთვის გამოყოფილი იქნება ტრანსპორტი, რომელიც მათ სახლიდან სკოლამდე გადაადგილებას უზრუნველყოფს”, – განმარტა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

ატენელი მოსწავლეები ხიდისთავისა და ბნავისის საჯარო სკოლებში მეორე ცვლაში ისწავლიან.