ახალციხის ციხის კომერციულ ობიექტებზე მეორედ გამოცხადებული აუქციონის ნაწილი კვლავ ჩაიშალა

310

წინა სტატია

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ხუთწლიანი სარგებლობის უფლებით, „ახალციხის ციხეზე“ არსებულ ოთხ კომერციულ ობიექტზე, ელექტრონული აუქციონი მეორედ გამოაცხადა. არსებული ობიექტებიდან ორი იჯარით გაიცა, დანარჩენ ორზე კი დაინტერესება არავინ გამოხატა.  გამარჯვებულებს, ობიექტები სარგებლობაში ხუთი წლის ვადით გადაეცემათ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

აუქციონის შედეგების მიხედვით, ყველაზე ძვირად ხარისჭირაშვილის ქ. N1-ში მდებარე N56 და N57 შენობები და მიმდებარე ტერიტორია  გაიცა. ობიექტზე ბიჯი 236–ჯერ დაიდო და საბოლოოდ, კი იჯარით გაცემის ფასმა 10 220,40 ლარი შეადგინა.

ასევე, 2 709.94 ლარიანი იჯარით გაიცა, ამავე მისამრთზე მდებარე N58 შენობის გადახურვა და ღია ფართი.

რაც შეეხება ორ ობიექტს, უქციონი ვერ შედგა N48 და N49 შენობებზე, რომლის საწყისი თანხა 9 792.00 ლარი იყო. ასევე არავინ დაინტერესებულა N54 შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელზეც 9 792 ლარაინი იჯარა უნდა ყოფილიყო.

პირობების მიხედვით, აუქციონში გამარჯვებულმა ობიექტზე საქმიანობის დაწყებამდე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან უნდა შეათანხმოს შიდა და გარე სივრცის ვიზუალური მოდელი და წარმოადგინოს შესაბამისი ფოტომონტაჟი.

ვინ გახდნენ აუქციონის გამარჯვებულები ამ ეტაპზე უცნობია, ახალციხის მერიისგან პასუხს ველოდებით. ასევე უცნობია გამოცხადდება, თუ არა მესამედ დარჩენილ ორ ობიექტზე კიდევ აუქციონი,