სოფელ დიღომში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

655

სოფელ დიღომში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის ნაწილზე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა.

საბურთალოს გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, 1800 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. აღნიშნულ მონაკვეთზე, რომელიც კვირაცხოვლის ქუჩას რენე შმერლინგისა და ტარიელის ქუჩებთან აკავშირებს, ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა.

პროექტი საბურთალოს რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 130 423 ლარი გამოიყო.