გორში მდინარე მეჯუდის კალაპოტი იწმინდება

279

გორში, მდინარე მეჯუდის კალაპოტისა და სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

გორის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილია მდინარის ხუთ კილომეტრამდე მონაკვეთის გასუფთავება. სამუშაოები პაპაიტაშვილის ქუჩიდან მდინარე ლიახვის შესართავამდე ჩატარდება.

კალაპოტი იწმინდება სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, მცენარეებისგან და ლამისგან. პროცესი სპეციალური ტექნისკის საშუალებით ხორციელდება.

სამუშაოებს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს.