დაგეგმილი ღონისძიების გამო, ხვალ ევროპის მოედანზე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება დროებით შეიზღუდება

224

7 სექტემბერს, ევროპის მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 6 სექტემბრის 21:00 საათიდან 7 სექტემბრის 13:00 საათამდე, ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეიზღუდება, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება შეზღუდული იქნება გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ასევე, ნოე ჟორდანიას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ამომსვლელი პანდუსიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით.

სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე. ნოე ჟორდანიას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ამომსვლელი პანდუსიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება მარცხენა მოხვევით, ღვინის აღმართის მიმართულებით.

სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ასევე, შესაძლებელი იქნება ევროპის მოედნიდან ნოე ჟორდანიას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში ჩამსვლელ პანდუსზე.

აღნიშნული ღონისძიების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გორგასლის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით მოხვდება თავისუფლების მოედანზე და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით:

ავტობუსები: N102, N301, N305, N309, N325, N331, N333, N337, N344, N345, N350, N371, N393

მიკროავტობუსები: N538, N547, N550, N580.