თბილისის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, სარგის კაკაბაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, 3 119 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.
„ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდებათ და კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის...
სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების ბრიგადებში დასაქმებულმა ექიმებმა და მძღოლებმა, პროფკავშირთან ერთად, აქცია გამართეს.
პროფკავშირების გაერთიანების იურისტის, თამილა გაბაიძის განცხადებით, დამსაქმებელი უარს აცხადებს დასაქმებულთათვის ხელფასის გაზრდაზე და სხვა მოთხოვნების შესრულებაზე, ამიტომ ექიმები და მძღოლები გაფიცვის მოსამზადებელ პერიოდზე გადადიან.
მისი განმარტებით, ისინი სასამართლოს მიმართავენ, რომ კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სასწრაფო დახმარების ბრიგადების მინიმალური ზღვარი დაუწესოს, რადგან გაფიცვის...
არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების ვალდებულების ამოქმედება, შესაძლოა, გადავადდეს.
აღნიშნულს გულისხმობს „არქიტექტურული საქმიანობისა“ და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მომზადებულიკანონპროექტები. პროექტის ავტორები პარლამენტის წევრები – დავით სონღულაშვილი, ბეჟან წაქაძე, ეკა სეფაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, გოჩა ენუქიძე, გელა სამხარაული, რამინა ბერაძე და ირმა ზავრადაშვილი არიან.
კანონის არსებული რედაქციით, სერტიფიცრების ვალდებულება არქიტექტორებსა და ინჟინერ-მშენებლებს 2022 წლის 1 ოქტომბრიდან უჩნდებოდათ,...
აგარაში წერეთლის ქუჩის მაცხოვრებლები სპორტული მოედნის მოწყობას და გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. როგორც “რადიო მოზაიკას” ადგილობრივმა ნინო გულიაშვილმა უთხრა, მათ ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესირება წინასაარჩევნო დაპირებაც იყო.
“ბავშვები ქუჩაში თამაშობენ, მტვერში. თქვენ თვითონაც ხედავთ, გზა რა მდგომარეობაშია”, – გვითხრა ნინომ.
მისი თქმით, ქუჩის მაცხოვრებლებმა წინასააღცევნო დაპირების შესრულების თხოვნით, მერის წარმომადგენელსაც მიმართეს.
“თემურ ხმალაძესთან რამდენჯერმე ვიყავით მისულები. ბოლოს ისღა გვითხრა, მე ვერ დაგეხმარებით, მუნიციპალიტეტის მერს მიმართეთო....
ქარელში კორპუსების გარეფასადების და ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც თვეზე მეტია ქალაქის ცენტრში, თამარ მეფის ქუჩაზე ტროტუარები გადათხრილია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“კარგია, რომ აკთებენ, მაგრამ დროულად ხომ უნდა გააკეთონ. ჯერ ქუჩა გადათხარეს და ფასადების რემონტი შემდეგ დაიწყეს”, – ამბობენ ადგილობრივები.
ერთ-ერთი, ვისაც გადათხრილი ქუჩა პრობლემებს უქმნის, ესმა ყულბანოვია. ის ცენტრალურ ქუჩაზე, მაღაზიაში მუშაობს.
“თვეზე მეტია ტროტუარები გადათხრილია. ისედაც ავადმყოფი ქალი ვარ, ამ...
მთავრობის დადგენილებაში შესული ცლილებების შედეგად, სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების იზრდება. კერძოდ, ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა არსებული 15 ლარიდან 30 ლარამდე, ხოლო, ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვრება თითოეულ ქვეყანასთან მიმართებით, არსებული რეალობის გათვალისწინებით.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცვლილების შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მივლინებისას სადღეღამისო და საცხოვრებელი...
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ახალციხის სპორტული კომპლექსის და აუზის მშენებლობის დარჩენილი სამუშაოების დასასრულებლად 11 296 489 ლარზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები დაწყებიდან 13 თვის ვადაში უნდა დაასრულოს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, წინადადებების მიღება 23 ოქტომბერს დაიწყება და 27 ოქტომბერს დასრულდება.
მუნიციპალური განვითარების ფონდს გარდა ტენდერისა, სამცხე–ჯავახეთში განსახორციელებელი ან მიმდინარე პროექტებისთვის, ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის ინჟინრის ვაკანტური პოზიციაც აქვს....
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში, სამცხე–ჯავახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში, იჯარით 25 საძოვარი გაიცემა, რომელზე აუქციონიც დღეს, 26 სექტემბერს დაიწყო.
სამინისტროს განმარტებით, რეგიონის მასშტაბით, აუქციონის წესით, იჯარით გასაცემი საძოვრების გადანაწილება შემდეგნაირია: ახალციხე– 1; ასპინძა– 2; ნინოწმინდა– 9; ბორჯომი– 13.
სამინისტროს ინფორმაციით, საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 26 სექტემბერს დაიწყო და 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
დღეის მდგომარეობით, ხუთ...
26 სექტემბერს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში პროექტის - "თბილისის მყარი მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგია" წარადგინეს. ღონისძიების მიზანს თბილისის მყარი მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობა, უკუკავშირის მიღება და შემდგომი ნაბიჯების განხილვა წარმოადგენდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, თბილისში მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემები ძირითადად, ისევ ნაგავსაყრელებზეა დამოკიდებული.
ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა...
გმირთა მოედანზე საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა.~
ჟიული შარტავას ბიუსტის ავტორი ავთანდილ მჭედლიშვილია. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ესკიზის შესაქმნელად კონკურსი თბილისის მერიამ გამოაცხადა. მასში მონაწილეობა შეეძლო, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე ცალკეულ ავტორს ან ავტორთა ჯგუფს.
გამარჯვებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ“ გამოავლინა.
„27 სექტემბერი ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი...
კახეთის რეგიონში ამჟამად, დაახლოებით, 120 მილიონი ლარის ასეულობით ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, რომლებიც დაფინანსებულია სხვადასხვა ფონდებიდან, როგორებიცაა - მუნიციპალური განვითარების ფონდი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამები. აქედან, ხაზგასასმელია, რომ 55 მილიონი არის ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე, დაახლოებით, 35 პროექტი. ამ დღეებში მოვინახულეთ სწორედ ეს პროექტები, რომლებიც საკმაოდ საინტერესოა და აქტიურად მიმდინარეობს. ზოგიერთი მათგანი უკვე...
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ზუგდიდის N1 საჯარო სკოლას რეაბილუტაცია ჩაუტარდა.
"აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ზუგდიდის N1 საჯარო სკოლა ჩვენი ქალაქის ისტორიის შემადგენელი ნაწილი, განათლების მნიშვნელოვანი კერა და ქალაქის სავიზიტო ბარათია. დიდი მადლობა მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომლის დაფინანსებითაც სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს გილოცავთ დღევანდელ დღეს, განსაკუთრებით პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად ეზიარებიან ამ სივრცეს და პირველ ნაბიჯებს გადადგამენ...
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკა ღვნიაშვილმა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე სტეფან სირბუმ გორის მუნიციპალიტეტსა და ევროპის საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
"შეთანხმების მიზანია, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მოქალაქეთა თანამონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე.
გორის მუნიციპალიტეტის მერია ერთ - ერთია საქართველოს იმ 15 მუნიციპალიტეტს შორის, რომელთანაც ევროპის საბჭომ მემორანდუმი გააფორმა. თხუთმეტივე მუნიციპალიტეტი კონკურსის შედეგად შეირჩა. კონკურსი ევროპის საბჭოს...
დედაქალაქის მთავარი დღესასწაული - "თბილისობა 2022" პირველ და 2 ოქტომბერს აღინიშნება. უკვე ცნობილია, თბილისობის დღესასწაულზე გამართული ღონისძიებების ჩამონათვალი:
რიყის პარკი - პირველი და 2 ოქტომბერი 11:00 საათიდან 22:00 საათამდე
ინსტალაციები: სცენის დეკორაცია, კინოჩვენება, აფიშების გამოფენა, ლოგო „თბილისობა 2022“, ფერადი ინსტალაცია და გიგანტური თამაშები; გამოფენები; კაფე ქიმერიონი; საბავშვო კონცერტები, აქტივობები და ატრაქციონები; სამეწარმეო ბაზრობა; გასტრონომიული ზონა; ტკბილეულის ფესტივალი; სპორტული აქტივობები; ძველი ქართული...
სკვერების თვითნებური გადათხრა-დაზიანებისთვის, ასევე, მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვისა და გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვების გამო ფიზიკური პირი - 200 ლარის ოდენობით, ხოლო, იურიდიული პირი – 1 000 ლარით დაჯარიმდება.
იგივე ქმედება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ზონაში იქნება ჩადენილი, გამოიწვევს ფიზიკური პირის - 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის 3 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებები მთავრობამ პარლამენტს...
27 სექტემბერს გორის გვირაბში ავტოტრასნპორტით გადაადგილება შეიზღუდება. აღნიშნულ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 27 სექტემბრის 00:00 სთ-დან 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისი, ხოლო 03:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკი მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
"საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































