აგარაში წერეთლის ქუჩის მაცხოვრებლები სპორტული მოედნის მოწყობას და გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. როგორც “რადიო მოზაიკას” ადგილობრივმა ნინო გულიაშვილმა უთხრა, მათ ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესირება წინასაარჩევნო დაპირებაც იყო.
“ბავშვები ქუჩაში თამაშობენ, მტვერში. თქვენ თვითონაც ხედავთ, გზა რა მდგომარეობაშია”, – გვითხრა ნინომ.
მისი თქმით, ქუჩის მაცხოვრებლებმა წინასააღცევნო დაპირების შესრულების თხოვნით, მერის წარმომადგენელსაც მიმართეს.
“თემურ ხმალაძესთან რამდენჯერმე ვიყავით მისულები. ბოლოს ისღა გვითხრა, მე ვერ დაგეხმარებით, მუნიციპალიტეტის მერს მიმართეთო. ვაპირებთ, რომ ქარელში ჩავიდეთ და ზაზა გულიაშვილს შევხვდეთ”.
მერის წარმომადგენელს “მოზაიკაც” დაუკავშირდა. როგორც ხმალაძემ გამოცემას უთხრა, წერეთლის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია პრიორიტეტული საკითხების ჩამონათვალშია.
“ეს საკითხი მოსახლეობასთან ერთად ჩემი წუხილიც არის. გვაქვს გეგმაში ამ ქუჩის რეაბილიტაციაც და მინი სტადიონის გაკეთებაც. დროს, თუ როდის დაიწყება მისი მშენებლობა, მოსახლეობას თავად გავაგებინებთ”, – გვითხრა თემურ ხმალაძემ.