“თბილისის მყარი მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგია” წარადგინეს

231

26 სექტემბერს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში პროექტის – “თბილისის მყარი მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგია” წარადგინეს. ღონისძიების მიზანს თბილისის მყარი მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობა, უკუკავშირის მიღება და შემდგომი ნაბიჯების განხილვა წარმოადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, თბილისში მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემები ძირითადად, ისევ ნაგავსაყრელებზეა დამოკიდებული.

ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების კონსორციუმმა 2020 წლის იანვარში დაიწყო. სტრატეგიის მიზანია, თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირების სხვადასხვა სცენარის შემუშავება და მდგრადობის შეფასება (გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური გავლენის შეფასება).

“თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის მიზანშეწონილობის კვლევის” განხორციელების შედეგად, 2020 წლის იანვრიდან თბილისის მერიამ მყარი ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირების სტრატეგიის მომზადება დაიწყო. EBRD-ის საგრანტო  დაფინანსების ფარგლებში, სტრატეგიის მომზადება ICP-ENVIROPLAN კონსორციუმმა უზრუნველყო. 

სტრატეგიის პრეზენტაციას შპს “თბილსერვის ჯგუფის” დირექტორი დავით ფაჩულია, პროექტში მონაწილე სხვადასხვა სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.