კაკაბაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

286

თბილისის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, სარგის კაკაბაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, 3 119 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

„ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდებათ და კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანი “სკინჩი“ აწამოებს. პროექტი კი, დაფინანსებულია 250 000 ლარით,“ – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.