არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების ვალდებულება, შესაძლოა, გადავადდეს

361

არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების ვალდებულების ამოქმედება, შესაძლოა, გადავადდეს.

აღნიშნულს გულისხმობს „არქიტექტურული საქმიანობისა“ და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მომზადებულიკანონპროექტები. პროექტის ავტორები პარლამენტის წევრები – დავით სონღულაშვილი, ბეჟან წაქაძე, ეკა სეფაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, გოჩა ენუქიძე, გელა სამხარაული, რამინა ბერაძე და ირმა ზავრადაშვილი არიან.

კანონის არსებული რედაქციით, სერტიფიცრების ვალდებულება არქიტექტორებსა და ინჟინერ-მშენებლებს 2022 წლის 1 ოქტომბრიდან უჩნდებოდათ, თუმცა, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სერტიფიცირების განხორციელებას საამისოდ აკრედიტებული იურიდიული პირები განახორციელებენ და ვინაიდან აკრედიტაციის პროცედურების დაწყებას, აკრედიტაციის მოპოვებას, შემდგომ გამოცდების ორგანიზებას საკმაო დრო სჭირდება, 2022 წლის პირველი ოქტომბრისთვის, როდესაც ამოქმედდება მითითებული მუხლი, ბაზარზე არ იარსებებს სერტიფიცირებული არქიტექტორები და ინჟინერ-მშენებლები.

შესაბამისად, ცვლილების ავტორების შეფასებით, მიზანშეწონილია სერტიფიცირების მარეგულირებელი მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2024 წლის 1-ელ მარტამდე, შესაბამისად, 2024 წლის 1 მარტამდე ძალაში რჩება სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესი.