გორის მერიასა და ევროპის საბჭოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

375

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკა ღვნიაშვილმა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე სტეფან სირბუმ გორის მუნიციპალიტეტსა და ევროპის საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

“შეთანხმების მიზანია, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მოქალაქეთა თანამონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე.

გორის მუნიციპალიტეტის მერია ერთ – ერთია საქართველოს იმ 15 მუნიციპალიტეტს შორის, რომელთანაც ევროპის საბჭომ მემორანდუმი გააფორმა. თხუთმეტივე მუნიციპალიტეტი კონკურსის შედეგად შეირჩა. კონკურსი ევროპის საბჭოს პროექტის “მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში” ფარგლებში ჩატარდა”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.