ქვეყნის შიგნით სამსახურეობრივი მივლინებისთვის განსაზღრული თანხის ოდენობა იზრდება

429

მთავრობის დადგენილებაში შესული ცლილებების შედეგად, სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების იზრდება. კერძოდ, ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა არსებული 15 ლარიდან 30 ლარამდე, ხოლო, ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვრება თითოეულ ქვეყანასთან მიმართებით, არსებული რეალობის გათვალისწინებით.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცვლილების შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მივლინებისას სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების დღევანდელ რეალობასთან მაქსიმალურად შესაბამისობა.

განახლებული ნორმებით იხელმძღვანელებს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორი, რომლისთვისაც ანალოგიური ნორმები დადგინდება ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.