ბათუმის სტადიონმა საუკეთესო საჯარო შენობების კატეგორიაში გაიმარჯვა, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში წერს.
,,პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022 ბათუმის საფეხბურთო სტადიონმა საუკეთესო საჯარო შენობების ნომინაციაში გაიმარჯვა. გამარჯვებულების გამოვლენა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად ჟიურის მიერ განხორციელდა.
ამ გამარჯვებით სტადიონი წარდგენილი იქნება მსოფლიო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d'Excellence Awards, რომელიც 2023 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება”,-...
არაქართულენოვან სკოლებში განსაკუთრებით მწვავედ დგას პედაგოგების კვალიფიკაციის, პროფესიული განვითარების, შეზღუდული შესაძლებლობებისა და სასწავლო რესურსების ხარისხის პრობლემატიკა, - ამის შესახებ ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ მომზადებულ მოკვლევაშია ასახული.
კვლევის მიხედვით, სახელმწიფო ენის სწავლისათვის უპირველეს ინსტიტუციად სკოლა მიიჩნევა, თუმცა ყველა სკოლა ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ ახერხებს მოსწავლეების საჭირო ენობრივი კომპეტენციებით აღჭურვას.
პარლამენტის კომიტეტის მიერ მომზადებული კვლევა ადრეულ...
სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, თუ საჭირო გახდა სახელმწიფო ხორბლის სექტორს დაეხმარება, თუმცა ამ ეტაპზე მინისტრი ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.
“იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ შეთანხმება მიიღწევა და უკრაინიდან ხორბლის გატანა შესაძლებელი იქნება. პროცესს ვაკვირდებით და თუ საჭირო გახდა სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა სექტორის დასახმარებლად, ამას გავაკეთებთ. პირველი ამოცანაა, რომ პურზე ფასი მოსახლეობას არ გაუძვირდეს და გადაწყვეტილებასაც ამის მიხედვით ვიღებთ”,-განაცხადა შამუგიამ.
უკრაინამ...
ბათუმის საკრებულომ მხარი დაუჭირა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებას, რომლის თანახმადაც მერიის თანამშრომლებს, საკრებულოს თანამდებობის პირებსა და აპარატის თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ. გადაწყვეტილებას ოპოზიციის მხრიდან ხმაური მოჰყვა.
ოპოზიციამ ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რეზო ხარაზმა. მისი თქმით, ქალაქში ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია, ყოველი წვიმის შემდეგ ბათუმი პარალიზებულია და მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდა მისთვის მიუღებელია.
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სოციალური პაკეტი ინდექსაციის წესით გაანგარიშდება.
მთავრობამ პარლამენტს განსახილველად “სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვით, შემოღებული იქნება სოციალური პაკეტის ინდექსაციის იგივე პრინციპი, რაც 2021 წლიდან პენსიონერებისთვის მოქმედებს.
მთავრობის ინფორმაციით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისა და შეზღუდული შეასძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება, რადგან მათთვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის ოდენობის ყოველწლიური ზრდა...
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მთავრობა ელექტროენერგიის გამომუშავების მიმართულებით განახლებულ სქემას წარმოადგენს.
ხუციშვილის განმარტებით, მთავრობა დამატებით ენერგოსიმძლავრის შექმნაზე ღია აუქციონს გამოაცხადებს. ინვესტორმა ქვეყანაში ახალი ელექტროსადგურების მშენებლობის პროცესი მომდევნო 3 წლის განმავლობაში უნდა დაიწყოს.
„ენერგეტიკა ყოველთვის იყო ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება, თუმცა ამ სიტუაციაში, რის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას, ენერგეტიკური უსაფრთხოება, ენერგოდამოუკიდებლობა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ამ მიმართულებით, ჩვენ ენერგეტიკის სექტორში...
გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. თბილისის მერიის ცნობით, ამჯერად, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე სამი სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოეწყო.
"კალათბურთის ერთი და ფეხბურთის ორი მოედანი სხვადასხვა მისამართზე განთავსდა. კალათბურთის მოედანი მუხიანის 4ა მიკრორაიონის N11-13-14 კორპუსებთან, ხოლო, სკოლისა და წყაროს ქუჩებზე კი, ფეხბურთის მოედნები მოეწყო. სამივე მოედნის პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 287 065 ლარი დაიხარჯა", - განმარტავენ მერიაში.
„დედაქალაქის მერის მორიგი ანგარიში საკრებულოში უახლოეს მომავალში გაიმართება. ამ ეტაპზე კი, როდესაც გამოძიება აქტიურ ფაზაშია, მერის საკრებულოში მოსვლა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს ოპოზიციონერი კოლეგების მოთხოვნის კომენტირებისას, სადაც ოპოზიცია საკრებულოში თბილისის მერის მისვლას ითხოვს.
„ოპოზიცია ისევ ცდილობს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. უახლოეს მომავალში მერის...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მარლენ ნადირაძის ბინა გაქურდეს. შემთხვევა წმინდაწყლის დასახლების ტერიტორიაზე მოხდა.
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე “ინტერპრესნიუსთან” აცხადებს, რომ ბინიდან წაღებულია მეხსიერების ბარათები.
“როგორც მარლენ ნადირაძემ ჩემთან საუბრისას განაცხადა, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა მის ბინაში მაშინ შეაღწიეს, როდესაც თავად ქალაქიდან იყო გასული. მან მითხრა, რომ ქურდობისას წაიღეს რამდენიმე ცალი მეხსიერების ბარათი ე.წ.ფლეშკა. სხვა დეტალებზე ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა დავით რაზმაძემ.
შსს-ს ინფორმაციით,...
ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა ნინო ცხვარაძემ “ქართული ოცნება” დატოვა და “ხალხის ძალას” შეუერთდა.
„ვტოვებ „ქართულ ოცნებას“, შესაბამისად, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის პოსტსაც და ვუერთდები „ხალხის ძალას“. გადაწყვეტილება მივიღე იქიდან გამომდინარე, რომ შემიძლია უფრო ხმამაღლა ვესაუბრო მოსახლეობას იმ საფრთხეებზე და გამოწვებებზე რაც ჩვენს წინაშე დგას", - განაცხადა ნინო ცხვარაძემ.
ამასთან, “ქართული ოცნების” წევრის თენგიზ აფხაზავას განცხადებით, ფრაქციაში არასდროს ხდება კონტროლი ვინ რა განცხადებას გააკეთებს....
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 082 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8 პროცენტით მეტი) 5 391.6 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.4 პროცენტით მეტი).
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ნებართვების 77% ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 50.8 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 11.3 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.0 პროცენტი -...
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები მერიის თანამდებობის პირების ხელფასების ზრდას მხარს არ უჭერენ
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები აცხადებენ, რომ ბათუმის მერიის თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოს გაზრდას მხარს არ უჭერენ. ოპოზიციის წევრები ამ საკითხის საკრებულოს დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვენ. მათ მიაჩნიათ, ბათუმში მძიმე სოციალური მდგომარეობაა და ხელფასების ზრდის დრო არ არის.
ბათუმის საკრებულო, მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე და ბათუმის მერიის თანამდებობის პირების, ასევე საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს გაზრდასთან დაკავშირებით დღეს იმსჯელებს.
“ბათუმის დატბორვიდან მეორე დღეს,...
თხილის წარმოების სუბსიდირების პროგრამა იწყება, - შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას გააჟღერა. მისი თქმით, პროგრამისთვის პირველ ეტაპზე 20 მილიონი ლარი გამოიყოფა.
„ვიწყებთ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამას. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე არის ჩართული თხილის წარმოებაში. სამწუხაროდ, ჯერ ფაროსანას ნეგატიური ეფექტი სახეზეა. ფაროსანამ გამოიწვია კლება და წელსაც მოგეხსენებათ, მაინცდამაინც კარგი კლება არ იყო, ხარისხი შედარებით გაუარესდა, მოთხოვნა...
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ყოფილი პირველი მაისის კოლმეურნეობის ადმინისტრაციული შენობის ადგილას უახლოეს ორ წელიწადში კულტურის/ხელოვნების ცენტრმა უნდა დაიწყოს ფუნქციონირება - ასეთია საპრივატიზაციო პირობა, რომლითაც რამდენიმე თვის წინ პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხაში ლეო ქიაჩელის ქუჩაზე მდებარე 10682.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1, N2 და N3 შენობა-ნაგებობები 267 000 ლარად შეიძინა.
აღსანიშნია, რომ ბოლო 30 წელია ამ შენობაში...
ავტობუსის მძღოლი, რომელიც რუსთავი-გარდაბნის გზაზე 4 წლის ბავშვს დაეჯახა, დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს მას ტერიტორია არ დაუტოვებია და პოლიციის განყოფილებაში ჩვენება მისცა.
თვითმხილველების განცხადებით, მუნიციპალური ავტობუსი 4 წლის ბავშვს დაეჯახა. ბავშვი გარდაბნის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, კლინიკაში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
დღეს, როცა აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე დგას, აფხაზური ენის დღე, პირველ რიგში, ჩვენთვის, აფხაზებისა და ქართველებისთვის უნდა იყოს დაფიქრების დღე, რადგან აფხაზური ენის გადარჩენის გარეშე არ არსებობს აფხაზების გადარჩენა ,- ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ გაავრცელა.
პრეზიდენტის განმარტებით, თავისი მრავალათასწლოვანი არსებობის პერიოდში, აფხაზური ენა პირველად დადგა გაქრობის საფრთხის წინაშე.
„სიმბოლურია, რომ მდინარე ენგური, რომელიც დღეს ჩვენ ერთმანეთისგან...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































