ბათუმის საკრებულომ მერიის და საკრებულოს თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაზარდას მხარი დაუჭირა

375

ბათუმის საკრებულომ მხარი დაუჭირა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებას, რომლის თანახმადაც მერიის თანამშრომლებს, საკრებულოს თანამდებობის პირებსა და აპარატის თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ. გადაწყვეტილებას ოპოზიციის მხრიდან ხმაური მოჰყვა.

ოპოზიციამ ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რეზო ხარაზმა. მისი თქმით, ქალაქში ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია, ყოველი წვიმის შემდეგ ბათუმი პარალიზებულია და მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდა მისთვის მიუღებელია.