გლდანში სამ მისამართზე სპორტული მოედანი მოეწყო

269

გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. თბილისის მერიის ცნობით, ამჯერად, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე სამი სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოეწყო.

“კალათბურთის ერთი და ფეხბურთის ორი მოედანი სხვადასხვა მისამართზე განთავსდა. კალათბურთის მოედანი მუხიანის 4ა მიკრორაიონის N11-13-14 კორპუსებთან, ხოლო, სკოლისა და წყაროს ქუჩებზე კი, ფეხბურთის მოედნები მოეწყო. სამივე მოედნის პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 287 065 ლარი დაიხარჯა”, – განმარტავენ მერიაში.