ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა ნინო ცხვარაძემ “ქართული ოცნება” დატოვა და “ხალხის ძალას” შეუერთდა.
„ვტოვებ „ქართულ ოცნებას“, შესაბამისად, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის პოსტსაც და ვუერთდები „ხალხის ძალას“. გადაწყვეტილება მივიღე იქიდან გამომდინარე, რომ შემიძლია უფრო ხმამაღლა ვესაუბრო მოსახლეობას იმ საფრთხეებზე და გამოწვებებზე რაც ჩვენს წინაშე დგას”, – განაცხადა ნინო ცხვარაძემ.
ამასთან, “ქართული ოცნების” წევრის თენგიზ აფხაზავას განცხადებით, ფრაქციაში არასდროს ხდება კონტროლი ვინ რა განცხადებას გააკეთებს. მისი თქმით, ფუნდამენტურ საკითხებში ნინო ცხვარაძეს განსხვავებული პოზიცია არ აქვს.
„ნინო ცხვარაძეს ძირითად საკითხებში, როგორიც არის მუნიციპალური პროექტების განხორციელება, საბიუჯეტო საკითხები, არამგონია რაღაც განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს. ფრაქციის არცერთ წევრს არასდროს არ ვუკონტროლებდით რა უნდა ეთქვა”,- განაცხადა თენგიზ აფხაზავამ.