გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მარლენ ნადირაძის ბინა გაქურდეს. შემთხვევა წმინდაწყლის დასახლების ტერიტორიაზე მოხდა.
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე “ინტერპრესნიუსთან” აცხადებს, რომ ბინიდან წაღებულია მეხსიერების ბარათები.
“როგორც მარლენ ნადირაძემ ჩემთან საუბრისას განაცხადა, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა მის ბინაში მაშინ შეაღწიეს, როდესაც თავად ქალაქიდან იყო გასული. მან მითხრა, რომ ქურდობისას წაიღეს რამდენიმე ცალი მეხსიერების ბარათი ე.წ.ფლეშკა. სხვა დეტალებზე ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა დავით რაზმაძემ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.