გურიის რეგიონში, სამივე მუნიციპალიტეტში, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ ინიცირებული „განახლებული რეგიონების“ პროექტი. აღნიშნულმა პროექტმა შესაძლებლობა მისცა მრავალ ადამიანს, რომ დასაქმებულიყვნენ და ასევე, მუნიციპალიტეტებს მისცემს განვითარების შესაძლებლობას და შეუწყობს ხელს ტურიზმს, - ამის შესახებ გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მისი თქმით, საუბარი შეეხო გურიის...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სააღმზრდელო დაწესებულება 75 ბავშვზეა გათვლილი და ადგილობრივების გარდა, ერგნეთის აღსაზრდელებსაც მოემსახურება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, ბაღის მშენებლობაზე 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. გორის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, მეჯვრისხევში და გორში ანწუხელიძის ქუჩაზე. სამუშაოებს შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი გაეცნო, მისი თქმით, ანწუხელიძის ქუჩაზე ახალი...
აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტის რეჟიმში გადადის. როგორც ფრაქციის თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, "სახელმწიფო მართვის სამივე შტო ერთმა ოლიგარქმა მიიტაცა და ერთადერთი გამოსავალი ბოიკოტია". ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, არჩევნების გზით ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. "ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივი დევნა. მას არ ეძლევა სამართლიანი სასამართლოს უფლება. რისკის ქვეშ არის მისი ჯანმრთელობა, როცა ხელისუფლება უარს აცხადებს კანონმდებლობის შესაბამისად...
გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე დამუშავებული მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. ადგილობრივ მცხოვრებლებს და დაინტერესებულ პირებს 6 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით შესაძლებლობა აქვთ აზომვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებებს და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ. მონაცემების გაცნობა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.napr.gov.ge/publishing, გორის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.gori.gov.ge...
გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ა(ა)იპ საქართველოს მოქმედ სპორტსმენთა ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. იურისტების განმარტებით, კანონის მიხედვით, გორის მერის თანამდებობასთან შეუთავსებელია ნებისმიერი კომპანიის ან/და ა(ა)იპ-ის დირექტორობა. ხინჩეგაშვილმა სწორედ აღნიშნული მიზეზით დატოვა მოქმედ სპორტსმენთა ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობა. ასოციაციის საერთო კრებამ ახალ პრეზიდენტად თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ამინაშვილი აირჩია. ხინჩეგაშვილი გორის მერად არჩევამდე ასევე იკავებდა სამშენებლო კომპანია “ლეგასის” დირექტორის და...
აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ კოორდინატორს საქართველოში საბინა მახლს და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის საველე მრჩეველს მარია ვოლოშკევიჩს შეხვდა. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს. აფხაზეთის ლიდერის პრესსამსახურის ცნობით, ბჟანიამ შეხვედრისას გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს ბედიის ტაძრის აღდგენაში დახმარების თხოვნით მიმართა. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ბედიის ტაძარი "აფხაზეთის ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებლური სალოცავია". 2012 წელს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია,...
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს ხვდება. მთავრობის მეთაურმა მორიგი შეხვედრა გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა. შეხვედრას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე ესწრებოდა. მთავრობის მეთაურმა მერებთან შეხვედრაზე გურიის რეგიონში არსებული გამოწვევები მიმოიხილა და მათ უმოკლეს ვადაში, ეფექტიანად გადაჭრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. პრემიერ-მინისტრის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი მოქალაქე და მათი პრობლემების ეფექტიანი გადაჭრა უნდა იყოს, რაშიც მერებს ცენტრალური...
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 865 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. მხოლოდ სექტემბერში კი  ამ გზით ქვეყანამ 161 862 751 დოლარი მიიღო, რაც გასული წლის მაჩვენებელს 146 187 024 დოლარით აღემატება, სამაგიეროდ, 156 770 174 დოლარით ნაკლებია 2019 წლის სექტემბერთან შედარებით. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.   უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემები 366 579 535 დოლარით მეტია 2020...
შესყიდვების გვერდზე ატვირთული დოკუმენტაციის მიხედვით, ქუთაისის მერიამ ნიკიტინის სკვერზე მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სკვერში არსებული ყველა ხარვეზი გამოსწორებულია. "მერიამ სკვერი ჩაიბარა, ხარვეზები გამოსწორებულია'', - ამბობს თეონა გიორგაძე. ხარვეზების არსებობას არ აღირებს სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის დირექტორი. მურმან კუტალაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ პრობლემები, რომლებზეც მერია საუბრობდა, სინამდვილეში სხვა მიზეზით იყო განპირობებული და არა სამუშაოებში...
აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის და 2022-2025 წლების პრიორიტეტები განიხილეს უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კანონის პროექტი და მისი თანმდევი დოკუმენტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ და თანამომხსენებელმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ წარმოადგინეს. „კანონის პროექტის თანახმად, აჭარის მომავალი წლის...
ქალაქ ონში ძირითადი პრობლემაა წყლით მომარაგება და ამის თაობაზე შედგა პრემიერთან საუბარი და ამ პრობლემის გადაჭრის გზაც მოიძებნა, - ამის შესახებ ონის მერმა სერგო ხიდეშელმა, პრემიერმინისტრსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მომდევნო წლიდან ქალაქ ონს ეს პრობლემა აღარ ექნება. „ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე, ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე. დაისახა რიგი საკითხების გადაჭრის...
გალის რეგიონის მცხოვრებლებს ეთნიკური კუთვნილება არასანდო მოქალაქეებად აქცევს აფხაზეთის დეფაქტო მთავრობისთვის, ხოლო „არასასურველი“ პოლიტიკური აქტიურობა - საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის, რაც განსაკუთრებით ცხადად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გამოჩნდა“, - ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, წინასაარჩევნო პერიოდში დაძაბულობა იყო ენგურის ორივე მხარეს. აღნიშნული დაძაბულობა განსაკუთრებით საგანგაშო არჩევნების მეორე ტურის დროს გახდა. „გალის რეგიონის მცხოვრებლებმა, რომლებსაც...
საუბარი შეეხებოდა მოსახლეობის წინაშე არსებულ სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და აბსოლუტურად ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გიორგი მაქარაშვილმა, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. როგორც მან აღნიშნა, პრემიერის მთავარი დავალება მოსახლეობაზე ზრუნვაა. „დღეს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად...
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს ხვდება. მთავრობის მეთაურმა მორიგი შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა. შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი მაქარაშვილი ესწრებოდა. ღარიბაშვილმა მერებთან რეგიონში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელების პროცესში ცენტრალური ხელისუფლების სრული მხარდაჭერა ექნება. ირაკლი ღარიბაშვილმა მერებთან...
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოსახლეობამ დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა „ქართული ოცნების“ გუნდს და მათ შორის, მეც, მესამედ გამოგვიცხადა ნდობა. ჩვენ უკვე გამოცდილები ვართ, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, - ამის შესახებ დედოფლისწყაროს მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მისი თქმით, მიმდინარეობს მსხვილი პროექტები, რომელიც მოსახლეობის ყოველდღიურობას გააუმჯობესებს. „პირველ რიგში, აღსანიშნავია, სასმელი წყლის პრობლემის...
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს ხვდება. მთავრობის მეთაურმა მორიგი შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი ესწრებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებთან მოქალაქეების საჭიროებების დროულად და ეფექტურად გადაჭრის აუცილებლობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პროექტების განხორციელების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა მერებს პირადი და ცენტრალური მთავრობის მაქსიმალური მხარდაჭერა დაუდასტურა. შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაგეგმილი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ