გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ა(ა)იპ საქართველოს მოქმედ სპორტსმენთა ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
იურისტების განმარტებით, კანონის მიხედვით, გორის მერის თანამდებობასთან შეუთავსებელია ნებისმიერი კომპანიის ან/და ა(ა)იპ-ის დირექტორობა. ხინჩეგაშვილმა სწორედ აღნიშნული მიზეზით დატოვა მოქმედ სპორტსმენთა ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობა.
ასოციაციის საერთო კრებამ ახალ პრეზიდენტად თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ამინაშვილი აირჩია.
ხინჩეგაშვილი გორის მერად არჩევამდე ასევე იკავებდა სამშენებლო კომპანია “ლეგასის” დირექტორის და ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის მენეჯერის პოზიციებს. ორივე თანამდებობა ხინჩეგაშვილმა მერად არჩევამდე, წინასაარჩევნო პერიოდში დატოვა.