რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილე: უმთავრესი დავალება პრემიერისგან იყო ჩვენს მოსახლეობაზე ზრუნვა

531

საუბარი შეეხებოდა მოსახლეობის წინაშე არსებულ სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და აბსოლუტურად ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გიორგი მაქარაშვილმა, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც მან აღნიშნა, პრემიერის მთავარი დავალება მოსახლეობაზე ზრუნვაა.

„დღეს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად შეხვედრა შედგა პრემიერმინისტრთან. საუბარი შეეხებოდა მოსახლეობის წინაშე არსებულ სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და აბსოლუტურად ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. მოხდა შეჯერება სამუშაო რეჟიმსა და სპეციფიკაზე. ბუნებრივია, უმთავრესი დავალება ბატონი პრემიერისგან იყო ჩვენს მოსახლეობაზე ზრუნვა“, – განაცხადა გიორგი მაქარაშვილმა.