გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სააღმზრდელო დაწესებულება 75 ბავშვზეა გათვლილი და ადგილობრივების გარდა, ერგნეთის აღსაზრდელებსაც მოემსახურება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, ბაღის მშენებლობაზე 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
გორის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, მეჯვრისხევში და გორში ანწუხელიძის ქუჩაზე. სამუშაოებს შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი გაეცნო, მისი თქმით, ანწუხელიძის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს.