მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 865 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.
მხოლოდ სექტემბერში კი ამ გზით ქვეყანამ 161 862 751 დოლარი მიიღო, რაც გასული წლის მაჩვენებელს 146 187 024 დოლარით აღემატება, სამაგიეროდ, 156 770 174 დოლარით ნაკლებია 2019 წლის სექტემბერთან შედარებით. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემები 366 579 535 დოლარით მეტია 2020 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე, შემოსავალი კი 73%-ით გაიზარდა.
ტურიზმის ეროვნული სააგენტო, ინფორმაციას ასევე ავრცელებს ტურისტული ვიზიტების შესახებ. ადმინისტრაციის ცნობით, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში 220 705 საერთაშორისო ვიზიტი შედგა. ეს მონაცემები 324.3%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 71.8%-ით ნაკლებია 2019 წლის ვიზიტებთან შედარებით.