ხურვალეთის შემდეგ მზის პანელები საქაშეთის დევნილთა დასახლებაშიც განთავსდება. ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, პროქტის დასრულების შემდეგ დევნილ ოჯახებს ელექტროენერგიის საფასურის აგდახდა აღარ მოუწევთ და დენს უფასოდ მიიღებენ. პროექტს ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს დაფინანსებით, ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტები ახორციელებენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
“წელს მზის პანელები დამონტაჟდა ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში, 2022 წლისთვის ვგეგმავთ შესაბამისი სამუშაოები საქაშეთის და კოდის დევნილთა დასახებაში...
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერთან თინათინ ტყეშელაშვილთან ერთად, UNDP-ის პროექტის – "რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში გურიის სამივე მუნიციპალიტეტს 22 პერსონალური კომპიუტერი, 15 პორტატული სკანერი და 6 მულტიფუნქციური პრინტერი გადასცა.
ზემოთ ჩამოთვლილი ტექნიკა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერების წარმომადგენლებს დაურიგდათ. ტექნიკური აღჭურვილობა დაეხმარება მუნიციპალიტეტებს დისტანციური სერვისის დანერგვაში. ადგილობრივ მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა, ელექტრონულად...
ადამიანები, რომლებიც წარმოდგენილები არიან კახა კალაძის მიერ მთავრობის წევრებად, ძირითადად ის ადამიანები არიან, რომლებსაც ზურგს უმაგრებს 4-წლიანი საკმაოდ წარმატებული მთავრობა თბილისის მთავრობაში, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ის დარწმუნებულია იმაში, რომ მომავალი 4 წელი ძალიან წარმატებული იქნება.
„თვითმმართველობის არჩევნებში ზუსტად ამ 4-წლიან წარმატებულ საქმიანობას დაუჭირა ჩვენმა მოსახლეობამ მხარი, ნდობა გამოუცხადა თბილისის მერს, რომ მეორე ვადით ყოფილიყო არჩეული. ლოგიკური...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე ყოფილი კინოკლუბის შენობის აღდგენის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.
ამორტიზებული შენობის დემონტაჟისა და შემდგომ მისი აღდგენის კონცეფციის საჯარო განხილვა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების, GIZ-ის პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის” ფარგლებში მოეწყო.
კონცეფცია მერიის მიერ დაქირავებულმა კონსულტანტებმა შეიმუშავეს. აღნიშნული დოკუმენტის მიზანს წარმოადგენს განსაზღვროს ყოფილი კინოკლუბის შენობის მომავალი დანიშნულება და მისი არქიტექტურული...
ბაკურიანში სნოუბორდისა და ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა სახელმწიფოს 155 მილიონ ლარზე ძვირი დაუჯდება. ამის შესახებ 2023 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტიდან ხდება ცნობილი.
დოკუმენტის თანახმად, პროექტის დაფინანსებაზე პასუხისმგებელია ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული “სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” და მთის კურორტების განვითარების კომპანია შპს “მთა”.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში განაცხადა, პროექტი გათოვლიანების სისტემის და ხელოვნური ტბების მშენებლობას მოიცავს.
ბაკურიანში...
გადამუშავებული ციტრუსის ნარჩენების და ამ უკანასკნელისთვის გამზადებული ორმოების დასაცავად ციხისძირში ათობით სამართალდამცავი 24 საათიან რეჟიმში მორიგეობს. აქ მცხოვრებლებს პროტესტის გამოხატვის თავისუფლება მას შემდეგ აღუკვეთეს, რაც გადამუშავებული მანდარინის ნარჩენების დაყრას წინააღმდეგობა გაუწიეს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
დასახლებული პუნქტიდან, დაახლოებით ას მეტრში, ტონობით მანდარინის ნარჩენებს ქობულეთში მდებარე ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო ყრის, თუმცა იმის ნაცვლად, რომ შესაბამისმა უწყებებმა ფაქტი აღკვეთონ, მათ ინტერესებს იცავენ. აქ...
როდესაც ადამიანი რეგისტრირდება Georgia e-health-ზე, მას ეს აპლიკაცია შეუძლია გამოიყენოს ევროკავშირს პლუს 25 ქვეყანაში, სადაც ეს ერთიანი სისტემა მოქმედებს, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
ღიბრაძის თქმით, ძალაშია და მოქმედებს იუსტიციის სახლში დაბეჭდილი „კოვიდ-19“-ის ბარათი, რომელიც ანაცვლებს Georgia e-health აპლიკაციას და ეს არის მისი ბეჭდვით ფორმა.
„მინდა, ყურადღება გავამახვილო კოვიდპასპორტთან და აპლიკაციებთან დაკავშირებით, ვინაიდან, ეს...
ფოთის მუნიციპალიტეტში 3 სხვადასხვა მისამართზე სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. შესრულებულ სამუშაოებს ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ადგილზე გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გამოიცვალა დაზიანებული ლითონის ბადეები, მოეწყო და დაიხაზა მოედნის კომბინირებული საფარი, დამონტაჟდა კალათბურთის ფარი, შეიღება ლითონის კონსტრუქციები, მოეწყო ელექტრო განათების სისტემა.
ფოთში, მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 10 სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია...
რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის მძღოლებს 2022 წლიდან ანაზღაურება 300 ლარით გაეზრდებათ. მომატებულ ხელფასს აიღებენ ტრანსპორტის სხვა თანამშრომლებიც. მომავალი წლიდან ყველა ავტობუსში ინტერნეტი ჩაირთვება.
მიღებული გადაწყვეტილება მათ პირადად რუსთავის მერმა გააცნო.
„ახალი წლიდან, რუსთავში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სიახლეები გვექნება. დამონტაჟდება WiFi-ს ახალი სისტემა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მოეწყობა ახალი გაჩერებები და, რაც ყველაზე მთავარია, მძღოლებსა და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც დასაქმებულია სატრანსპორტო...
7 დეკემბერს, 15:00 საათზე, ადიგენის მერიაში, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქიმაძე და აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტის წარმომადგენლები „ჯეუ გრუპიდან“ ვარხნის მოსახლეობას შეხვდებიან. მხარეები სოფელ ვარხანში არსებულ სახლებთან დაკავშირებით იმსჯელებენ. სახლები ადგილობრივების თქმით, დიდი წონის ტვირთმზიდი მანქანების მოძრაობის გამო ინგრევა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა ქიმაძის თქმით, ვარხნის მოსახლეობის პროტესტის შემდეგ იგი „ჯეუ გრუპის“ წარმომადგენლებს შაბათს, 4...
წალენჯიხა ერთადერთი ქალაქი გახდა, სადაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა. ამ ფაქტის შემდეგ, საზოგადოების მხრიდან წალენჯიხის მიმართ ყურადღება და ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა.
წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა BM.GE-სთან ტურიზმის გამოცოცხლებაზე საუბრობს. მისი თქმით, რაიონს ტურიზმის აღდგენის დიდი პოტენციალი გააჩნია და მათ შორის არის ტრანზიტული ტურიზმიც.
“თვითონ ხეობას აქვს ისტორიული დანიშნულება. სვანეთის გზა გადის ამ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ქალაქ ჯვარზე, რომელიც ტრანზიტული...
2022 წლის ბიუჯეტში კაპიტალური ხარჯებისთვის გათვალისწინებულია 5,9 მლრდ ლარი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მაქსიმუმია - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჩართვისას.
მან ისაუბრა იმ ძირითად მიმართულებებზე, რომელიც გათვალისწინებულია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით.
„პირველ რიგში, ეს არის ჯანდაცვის მიმართულება, სადაც ამოქმედდება მთელი რიგი ახალი პროგრამები. გარდა ამისა, სოციალური მიმართულებითაც ჩამონათვალის ფართო სპექტრია წარმოდგენილი, რომლის დაფინანსებაც ასევე გაიზრდება. ეს მოიცავს...
წალენჯიხა გახდა ერთადერთი ქალაქი, სადაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა. ამ ფაქტის შემდეგ, წალენჯიხის მიმართ განსაკუთრებით გაიზარდა ყურადღება და ინტერესი, მათ შორის ბიზნესის მხრიდან.
BM.GE დაინტერესდა, რა მიმართულებით ცდილობს ცვლილებების ქალაქიკ კერძო სექტორის დაინტერესებას. წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა, BM.GE-სთან ამბობს, რომ მთავარი მიმართულება მათთვის მინიმალური ბიუროკრატიის უზრუნველყოფა იქნება.
“თვითმმართველობის კომპეტენცია კანონით განსაზღვრული და გაწერილია. ამ კომპეტენციის ფარგლებში, მთავარი მიმართულება...
წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მმართველმა ძალამ წააგო და ქალაქის მერი გიორგი ხარჩილავა გახდა. აღსანიშნია, რომ არჩევნების შედეგებმა წალენჯიხის მისამართით როგორც არასამთავრობო, ისე ბიზნესსექტორის ინტერესი გაზარდა.
ერთ-ერთი პირველი ინვესტორი ნუკრი კვარაცხელიაა, რომელმაც 19 ნოემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში ყოფილი ფოსტის შენობა შეიძინა. როგორც კვარაცხელია BM.GE-სთან ამბობს, მუნიციპალიტეტს აქვს განვითარების პერსპექტივა. შესაბამისად, მისი მხრიდანაც შენობის აუქციონზე შესყიდვის ინტერესი ამან...
მოსკოვმა საქართველოს დეპორტირებული მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მლნ ევრო წლის ბოლომდე უნდა გადაიხადოს
მოსკოვმა რუსეთიდან 2006 წელს საქართველოს დეპორტირებული მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მლნ ევრო წლის ბოლომდე უნდა გადაიხადოს. ამის შესახებ ცნობილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა. ევროპის საბჭოს საიტზე გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კომპენსაციის ანაზღაურება ნებისმიერ შემთხვევაში წლის ბოლომდე უნდა მოხდეს.
როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში ამბობენ, რუსეთი ურთიერთგაგების შესაბამისი მემორანდუმისთვის ხელის მოწერას დათანხმდა, თუმცა ჯერჯერობით არ მოუწერია.
ცნობისთვის, ადამიანის უფლება ევროპულმა სასამართლომ...
ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით დღეს, 13:00 საათზე, აქცია გაიმართება.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები, მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები აჭარის პოლიციის მთავარ დეპარტამენტთან შეიკრიბებიან.
მათი მთავრი მოთხოვნაა, დროულად გამოიძიონ საქმე, დაიკითხონ ის პირები, ვინც გავრცელებულ აუდიო მასალაში ფიგურირებენ, ასევე, გამოძიების დასრულებამდე გადადგეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მისი მამა, დავით რიჟვაძე.
"უფრო მალავენ, ჩქამალავენ ამ ყველაფერს, ამიტომ დღეიდან ვიწყებთ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































