საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერთან თინათინ ტყეშელაშვილთან ერთად, UNDP-ის პროექტის – “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში გურიის სამივე მუნიციპალიტეტს 22 პერსონალური კომპიუტერი, 15 პორტატული სკანერი და 6 მულტიფუნქციური პრინტერი გადასცა.
ზემოთ ჩამოთვლილი ტექნიკა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერების წარმომადგენლებს დაურიგდათ. ტექნიკური აღჭურვილობა დაეხმარება მუნიციპალიტეტებს დისტანციური სერვისის დანერგვაში. ადგილობრივ მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა, ელექტრონულად მიმართონ სასურველ ორგანოს და მიიღონ საჭირო ინფორმაცია.
პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა და საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.