ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით დღეს, 13:00 საათზე, აქცია გაიმართება.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები, მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები აჭარის პოლიციის მთავარ დეპარტამენტთან შეიკრიბებიან.
მათი მთავრი მოთხოვნაა, დროულად გამოიძიონ საქმე, დაიკითხონ ის პირები, ვინც გავრცელებულ აუდიო მასალაში ფიგურირებენ, ასევე, გამოძიების დასრულებამდე გადადგეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მისი მამა, დავით რიჟვაძე.
“უფრო მალავენ, ჩქამალავენ ამ ყველაფერს, ამიტომ დღეიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს, ეს არ იქნება ერთდღიანი და ორდღიანი, ჩვენ სანამ არ მივაღწევთ მთავარს, რომ ამ გამოძიების მთავარი მოწმეები დაიკითხონ, მიიყვანონ ბოლომდე, ის ადამიანები ვინც ფიგურირებენ თუნდაც იმ საქმეში ისინი მაინც დაეკითხათ, ჩვენებები მაინც აეღოთ, მაგრამ არა, ჩქმალავენ, რადგან ამ ყველაფრის უკან დგას მამა-შვილი რიჟვაძეები”, – თქვა ენმ-ს წევრმა, რევაზ ხარაზმა.
მისივე თქმით, გამოძიება არა შსს-მ არამედ პროკურატურამ უნდა აწარმოოს.