მოსკოვმა საქართველოს დეპორტირებული მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მლნ ევრო წლის ბოლომდე უნდა გადაიხადოს

363

მოსკოვმა რუსეთიდან 2006 წელს საქართველოს დეპორტირებული მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მლნ ევრო წლის ბოლომდე უნდა გადაიხადოს. ამის შესახებ ცნობილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა. ევროპის საბჭოს საიტზე გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კომპენსაციის ანაზღაურება ნებისმიერ შემთხვევაში წლის ბოლომდე უნდა მოხდეს.

როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში ამბობენ, რუსეთი ურთიერთგაგების შესაბამისი მემორანდუმისთვის ხელის მოწერას დათანხმდა, თუმცა ჯერჯერობით არ მოუწერია.

ცნობისთვის, ადამიანის უფლება ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მლნ ევროს გადახდა 2019 წლის დასაწყისში დააკისრა. სასამართლო გადაწყვეტილებით, დაზარალებულად ცნეს დეპორტირებული მოქალაქეები. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია კონვენციის მე-3 მუხლი, რაც პატიმრობის დროს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას გულისხმობს.

საქმე სტრასბურგის სასამართლოს განსახილველად 2007 წლის 26 მარტს წარედგინა.