ფოთის მუნიციპალიტეტში 3 სხვადასხვა მისამართზე სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

321

ფოთის მუნიციპალიტეტში 3 სხვადასხვა მისამართზე სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. შესრულებულ სამუშაოებს ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ადგილზე გაეცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გამოიცვალა დაზიანებული ლითონის ბადეები, მოეწყო და დაიხაზა მოედნის კომბინირებული საფარი, დამონტაჟდა კალათბურთის ფარი, შეიღება ლითონის კონსტრუქციები, მოეწყო ელექტრო განათების სისტემა.

ფოთში, მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 10 სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა, რაც ადგილობრივ მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს კეთილმოწყობილ მოედნებზე ივარჯიშონ და დაკავდნენ სპორტული აქტივობებით.