წინა სტატია
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტისათვის საკონკურსო პირობების შემუშავება დასრულდა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის ზაზა ჩხიკვაძის განცხადებით, პროექტში უკვე დამუშავებულია განაშენიანების პირობები და დოკუმენტი განსახილველად მუნიციპალური განვითარების ფონდშია (მგფ) წარდგენილი.
"ეს პირობები შეთანხმდება ფონდთან და შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება გამოცხადდეს კონკურსი პროექტის განხორციელებაზე," - ამბობს ჩხიკვაძე.
მისივე თქმით, რიონისპირა სახლების ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც...
წყალტუბოში უბნები შესაძლოა თავად მოქალაქეებმა მოაწყონ. უბნისა და ქუჩების გალამაზების შესაძლებლობა მოქალაქეეებს ახალი პროექტის - სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის მიხედვით ექნებათ. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
"წყალტუბოში სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის განხორცილების ძირითადი ეტაპი იწყება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები თავად შეძლებენ იზრუნონ საკუთარი უბნის, ქალაქის და ქუჩის გალამაზებაზე. პროგრამა პირველ ეტაპზე მხოლოდ ქალაქს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ქალაქი სამ ზონად დაიყო, თითოეულ ზონას ჰყავს კოორდინატორი,...
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში სპასოვკაში, გორელოვკასა და ტამბოვკაში მინისტადიონების მშენებლობისთვის 34 ათასი ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცლებს.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით სტადიონის ღობე, მაყურებლების სკამები და ხელოვნური საფარი მოეწყობა. ასევე, გაკეთდება საფეხბურთო კარებები და კალათბუთის ფარები.
ტენდერში ინდივიდუალურმა მეწარმემ რაზმიკ ღუმაშიანმა გაიმარჯვა. სტადიონის მშენებლობისათვის ჯამში გათვალისწინებული 34 134 ლარია.
ყვარელში მდებარე მე-18 ს-ის ე.წ. სისონაანთ კოშკს 2018 წლის 8 მაისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ისონაანთ კოშკი კომპლექსია და იგი შედგება კოშკის, გალავნისა და მარნისგან.
"კოშკი ნაგებია რიყის ქვის რეგულარული წყობით დუღაბზე. თაღების გამოსაყვანად გამოყენებულია აგური. კოშკი კვადრატულია (9.3×9.3 მ). ოთხსართულიანია. სართულშორისი გადახურვა ხის ძელების იყო, რომლის მხოლოდ...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად შორენა ბაზერაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
შორენა ბაზერაშვილი ბოლო პერიოდში ,,თიბისი“ ბანკის გურჯაანის ფილიალში ბიზნესის და კრედიტების ექსპერტად მუშაობდა. ბაზერაშვილმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა.
"კონკურსის წესით დავინიშნე. მაქვს მუშაობის საკუთარი სტრატეგია. უმთავრესი მიზანი იქნება, გურჯაანის მერიის სამსახურების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოსახლეობას ოპერატიულად მივაწოდოთ ინფორმაცია", - განაცხადა შორენა ბაზერაშვილმა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურს ორი ახალი, შტატგარეშე თანამშრომელი ჰყავს. ახალგაზრდა გოგონები - ქრისტინე ლუხუტაშვილი და ლიკა აპუსიდისი, სხვა თანამშრომლებთან ერთად, აქტიურად ზრუნავენ ქალაქ ამბროლაურის სისუფთავესა და სილამაზეზე.
ახალგაზრდების სამუშაო დღე დილის 6 საათზე იწყება და როდესაც ქალაქს ჯერ კიდევ სძინავს, ისინი ქუჩებს ასუფთავებენ.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფიჩხოვოში, ,,ქართული ჩაის“ რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კოოპერატივი ,,კოლხური თაიგული“ 24 ჰექტარზე გაშენებული გაველურებული ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციას ახორციელებს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს პლანტაციის გაწმენდა. ხოლო, ჩაის კრეფა აგვისტოს თვიდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
ღნიშნული პროგრამა საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ადგილობრივი წარმოების ზრდის ხელშეწყობას, როგორც კერძო, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების...
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში, ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინე- სენაკის საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება იწყება.
მერიის ცნობით, გზის რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონის საფარით 3 კმ -იან მონაკვეთზე განხორციელდება და სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დასრულდება.
აღნიშნულ მონაკვეთზე, ამ ეტაპზე სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტი საქართველოს გზების დეპარტამენტის მიერ 1 367 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს შ.პ.ს. ,,შარაგზამშენი“ ასრულებს.
პროექტის მიხედვით, ქალაქში სამი ტიპის პარკირების ზოლი ამოქმედდება, მაქსიმალური გადასახადი კი მძღოლებისთვის ერთი საათის მანძილზე ერთი ლარი იქნება.
ახალ ინიციატივას ოზურგეთის საკრებულოს სხდომზე კენჭს 4 ივლისს უყრიან.
https://www.youtube.com/watch?v=eFkDphGBL9s&feature=youtu.be
წინა სტატია
ქუთაისში თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. ქალაქის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები 3 თვე გაგრძელდება. რეაბილიტაციის ფარგლებში გადაიკეტება თბილისის ქუჩის შესასვლელი და ავტოსაგზაო მოძრაობა კოსტავას ქუჩიდან, გოგებაშვილისა და ნაზარიშვილის ქუჩების გავლით იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება. თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,საქმილსადენმშენი" შეასრულებს.
პროექტის ღირებულება 1 მილიონ 56 ათასი ლარია.
სპორტული კომპლექსი მოსწავლე ახალგზრდობის სახლის ერთ – ერთ ფლიგელში, დაახლოებით 270 კვ. მ ტერიტორიაზე მოეწყობა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი.
ამასთან, ახალ სპორტულ დარბაზში კარატეს და კრივის სექციები განთავსდება.
კომპლექსში შედის სამასწავლებლო, იზოლირებული გასახდელი ოთახები, საშხაპეები და კრივის რინგი.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოებს "გზები 2" ასრულებს და მისი ღირებულება 69 978 ლარია.
"ტენდერის პირობების გათვალისწინებით, სპორტული დარბაზის მოწყობა, მიმდინარე...
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, დაფნარის ტერიტორიაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების დროს, ასფალტო-ბეტონის ქვეშ უძველესი ხიდი აღმოაჩინეს.
მერიის ცნობით აღნიშნული ხიდი 1886 წლით თარიღდება.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ზურაბ გოგიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს ხიდი და მის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში ადმინისტრაციულ შენობას აშენებენ. ხელშეკრულების მიხედვით მშენებლობის პროცესი სრულად 9 ოქტომბერს დასრულდება.
მერიის ცნობით, აღნიშნულ სამუშაოებს ინდმეწარმე თამაზ დეკანოიძე 71 000 ლარად ასრულებს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ასევე, შენობაში ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლობის გარდა ბიბლიოთეკა განთავსდება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, როგორც სოფლების ასევე ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 586 107 ლარით ფინანსდება სოფელ ყუმისთავში და ქალაქ წყალტუბოში მესხის ქუჩაზე საავტომობილო გზის, აგრეთვე ნინოშვილის ქუჩის პირველ შესახვევში გზების ასფალტო–ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები.
ამასტან, მერიის ცნობით, დაწყებულია სოფელ თერნალის პირველ და მეორე ჩიხებში და ქალაქ წყალტუბოში 9 აპრილის ქუჩის N7, 9, 11, 13 საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი...
გარემოს დაცვის საკითხებსა და ნარჩენების მართვის პროცესში ქალთა ჩართულობის გაზრდის მიზნით გორში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის ახალგაზრდები. მათ შორის ფხვენისში მცხოვრები მოზარდები და ხურვალეთისა და სკრის დევნილთა დასახლებებებში მცხოვრები მოსწავლეები. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს.
შეხვედრის მონაწილეებს, გორის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის 2018-2022 წლების ხუთწლიანი გეგმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე მოსახლეობის გააქტიურების და პასუხისმგებლობის ამაღლების შესახებ...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამეთში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ლაშეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი უჩამეთი მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. სოფელი მიგრაციულია და მხოლოდ 40 ოჯახი ცხოვრობს.
"ადგილობრივები ცენტრალური გზის ერთ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას იმედიანად უყურებენ და ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება სოფლისთვის ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია", - აცხადებენ მერიაში.
უჩამეთში გზის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 160 987 ლარით დაფინანსდა.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































