წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, როგორც სოფლების ასევე ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 586 107 ლარით ფინანსდება სოფელ ყუმისთავში და ქალაქ წყალტუბოში მესხის ქუჩაზე საავტომობილო გზის, აგრეთვე ნინოშვილის ქუჩის პირველ შესახვევში გზების ასფალტო–ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები.
ამასტან, მერიის ცნობით, დაწყებულია სოფელ თერნალის პირველ და მეორე ჩიხებში და ქალაქ წყალტუბოში 9 აპრილის ქუჩის N7, 9, 11, 13 საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზების ბეტონის საფარით რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტის ღირებულება 315 337 ლარია.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2018 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან განსახორციელებელი პროექტებისთვის გამოყოფილია 3 223 992 ლარი.