საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში ადმინისტრაციულ შენობას აშენებენ. ხელშეკრულების მიხედვით მშენებლობის პროცესი სრულად 9 ოქტომბერს დასრულდება.
მერიის ცნობით, აღნიშნულ სამუშაოებს ინდმეწარმე თამაზ დეკანოიძე 71 000 ლარად ასრულებს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ასევე, შენობაში ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლობის გარდა ბიბლიოთეკა განთავსდება.