ქუთაისში თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. ქალაქის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები 3 თვე გაგრძელდება. რეაბილიტაციის ფარგლებში გადაიკეტება თბილისის ქუჩის შესასვლელი და ავტოსაგზაო მოძრაობა კოსტავას ქუჩიდან, გოგებაშვილისა და ნაზარიშვილის ქუჩების გავლით იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება. თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,საქმილსადენმშენი” შეასრულებს.
პროექტის ღირებულება 1 მილიონ 56 ათასი ლარია.