ჩხოროწყუს სოფელ ნაფიჩხოვოში ჩაის პლანტაციებს რეაბილიტაცია უტარდება

1119

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფიჩხოვოში, ,,ქართული ჩაის“ რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კოოპერატივი ,,კოლხური თაიგული“ 24 ჰექტარზე გაშენებული გაველურებული ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციას ახორციელებს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს პლანტაციის გაწმენდა. ხოლო, ჩაის კრეფა აგვისტოს თვიდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

ღნიშნული პროგრამა საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ადგილობრივი წარმოების ზრდის ხელშეწყობას, როგორც კერძო, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, მოსახლეობის დასაქმებასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

“უახლოეს პერიოდში, სოფელ ნაფჩხოვოში, იგეგმება ჩაის პირველადი გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა, სადაც მოხდება ნედლეულის მიღება და გადამუშავება”,- აცხადებენ ჩხოროწყუს მერიაში.