გარემოს დაცვის საკითხებსა და ნარჩენების მართვის პროცესში ქალთა ჩართულობის გაზრდის მიზნით გორში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის ახალგაზრდები. მათ შორის ფხვენისში მცხოვრები მოზარდები და ხურვალეთისა და სკრის დევნილთა დასახლებებებში მცხოვრები მოსწავლეები. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.
შეხვედრის მონაწილეებს, გორის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის 2018-2022 წლების ხუთწლიანი გეგმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე მოსახლეობის გააქტიურების და პასუხისმგებლობის ამაღლების შესახებ ნარჩენების განთავსებისა და დანაგვიანების შესახებ.
შეხვედრას უძღვებოდა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN -ის შიდა ქართლის კოორდინატორი ირმა კიტრიაშვილი.
შეხვედრა ორგანიზაცია ,,ქართლოსის“ ოფისში მოოეწყო. მისი წარმომადგენლის, ანა ჯებისაშვილის ინფორმაციით, დისკუსიის შედეგად გადაწყდა, რომ ორგანიზაციის ბენეფიციართა ჩართულობით ნარჩენების მართვის პროცესში, ქალთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, გოგონათა კლუბი შეიქმნა, რომლებიც გარემოსდაცვით აქტივობებს განახორციელებს.