ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში სპასოვკაში, გორელოვკასა და ტამბოვკაში მინისტადიონების მშენებლობისთვის 34 ათასი ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცლებს.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით სტადიონის ღობე, მაყურებლების სკამები და ხელოვნური საფარი მოეწყობა. ასევე, გაკეთდება საფეხბურთო კარებები და კალათბუთის ფარები.
ტენდერში ინდივიდუალურმა მეწარმემ რაზმიკ ღუმაშიანმა გაიმარჯვა. სტადიონის მშენებლობისათვის ჯამში გათვალისწინებული 34 134 ლარია.